თბილისში პირველი გასტროპაბი გაიხსნება

1-ელ აგვისტოს, თბილისში ერთადერთი გასტროპაბის, "GOYA"-ს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება.

გასტროპაბ "GOYA"-ს შემქმნელები მსოფლიო სტუმართმოყვარეობის ბიზნესში 40-წლიანი გამოცდილების მქონე ჯგუფი Mint Leaf Group-ია, რომელიც რესტორნებს ლონდონსა და დუბაიში ამუშავებს. Mint Leaf Group-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში 3 მილიონ ლარს შეადგენს.

"GOYA"-ს გახსნის ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან ცნობადი სახეები და კულინარიის ექსპერტები. GOYA-ში სტუმრებს გამოცდილი შეფ-მზარეული, პრადიფ ჰულარი გაუმასპინძლდება. ის თავისი ცოდნითა და დახვეწილი უნარებით საქართველოს GOYA-სთან ერთად მთელი მსოფლიოს ინოვაციურ კერძებსა და სასმელს გააცნობს. კულინარიული შეთავაზება ასევე მოიცავს განახლებულ ტრადიციულ ქართულ კერძებს.

როგორც რესტორნის წარმომადგენლები აღნიშნავენ, მთელს მსოფლიოში გასტროპაბის კონცეფცია ძალიან საინტერესო და მიმზიდველია, საქართველო კი სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ქვეყანაა, ამრიგად, ეს უნიკალური კონცეფცია, ვფიქრობთ, თბილისში ახალ და განსხვავებულ გარემოს შექმნის გურმანებისთვის.

„ჩვენი მიზანია, გასტრონომიულ ბიზნესში ინვესტირებით, გავაუმჯობესოთ სტუმართმოყვარეობის ბიზნესი და ხელი შევუწყოთ ადამიანების ცხოვრების სტილის შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას“, - ამბობს გასტროპაბ GOYA-ს ბრენდ-მენეჯერი სოუბაგ ვეერი.

გასტროპაბი წარმოადგენს მაღალი ხარისხის რესტორნისა და პაბის ჰიბრიდულ შენაერთს, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე, სადაც მათ შეუძლიათ მიირთვან განსხვავებული და უნიკალური საკვები, დესერტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები.

(R)