Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:28 საათზე ერთი დოლარი 2. 9540 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.9350 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9346 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2642 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.