Holiday Inn-ი და Crowne Plaza ქსელიდან პლასტიკის ბოთლებში განთავსებულ ჰიგიენის საშუალებებს ამოიღებენ

სასტუმროების ქსელებმა Holiday Inn და Crowne Plaza-მ პირობა დადეს, რომ საკუთარი ქსელიდან, რომელიც 843 000 ოთახს მოიცავს, ჰიგიენის საშუალებებისთვის განკუთვნილ მცირე ზომის პლასტიკის ბოთლებს 2021 წლისთვის ამოიღებენ.

ეს ნაბიჯი სასტუმროების საკუთრების მესამედ ნაწილში უკვე გადაიდგა. ცვლილება ინდივიდუალური ჰიგიენის საშუალებების ამოღებას და ჩანაცვლებას გულისხმობს.

გასულ წელს, საუზმეზე პლასტიკის ჭურჭლის გამოყენების შეზღუდვის საკითხზეც იყო საუბარი. კომპანიას ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ ფირმასთან ერთად, საუზმეზე სასტუმროებში პლასტიკის ჭურჭლის გამოყენების კონტროლი უნდა განეხორციელებინა.

როგორც უცხოური გამოცემა BBC წერს, გარემოსდამცველები ამ ინიციატივას მიესალმებიან და გარემოს დასაცავად წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა