კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 3 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9507 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2889 ლარია.

კომერციულ ბანკებში კი 1 ამერიკული დოლარის ღირებულება უკვე 3 ლარი გახდა.

კერძოდ, ამ დროისათვის, „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 3 ლარად, ხოლო მისი გაყიდვა - 2,91 ლარად შეუძლიათ;

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის ყიდვა 3 ლარად, მისი გაყიდვა კი 2,91 ლარად არის შესაძლებელი;

„ვითიბი ბანკში“ 1 დოლარის ყიდვას მოქალაქეები ასევე 2,99 ლარად, მის გაყიდვას კი 2,91 ლარად შეძლებენ;

„ტერა ბანკში“ 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარია; მისი ჩაბარება კი მოქალაქეებს 2.91 ლარად შეუძლიათ;

3 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, „ქართუ ბანკში“ კი მოქალაქეები დოლარის ყიდვას 2.98 ლარად შეძლებენ.

თაია არდოტელი