2018 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 271 საავადმყოფო, 16.0 ათასი საწოლთა ფონდით (2017 წელს 15.1 ათასი).
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 4.9 დღე (2017 წელს - 5.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 187.2 დღე (2017 წელს - 180.5 დღე) შეადგინა.
ამასთან, ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2 283 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 12 260 ათასს გაუტოლდა, რაც 6.7 პროცენტით მეტია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ ცნობით, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3 995 ერთეულით (14.6 პროცენტით) აღემატება: დასაქმებული საექთნო პერსონალის რიცხოვნობა კი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა და 18 075 კაცი შეადგინა.