საქართველოში 2019 წელს უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული პენსიის ოდენობა შემცირდა. თუ იანვარში საშუალო პენსია 74 დოლარი იყო, დღეს ის უკვე 67 დოლარს შეადგენს. (საქართველოში საშუალო პენსია 200 ლარია).
ლარის დევალვაციის შედეგად შემცირდა საშუალო ხელფასის მოცულობაც, აქ კლება დაახლოებით 40 დოლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1 100 ლარს შეადგენს. შესაბამისად, იანვარში საშუალო ხელფასი 411 დოლარს შეადგენდა, ახლა კი 372 დოლარია.
ცნობისათვის, 2019 წლის იანვარში ერთი ამერიკული დოლარი 2,6727 ლარი ღირდა, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, დღეს ერთი დოლარი 2,9507 ლარია. ანუ წლის განმავლობაში ლარი თითქმის 28 პუნქტით, 10,4%-ით გაუფასურდა.