თურქულმა ლირამ სამშაბათს დოლართან მიმართებაში გამყარების ბოლო 4 თვის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. გუშინ დადგენილი კურსის მიხედვით 1 დოლარი 5,54 ლირა ღირდა, მაშინ როცა წინა დღეს მისი ფასი 5,61 იყო. ერთი ევროს ფასი კი 6,21 ლირაა, რაც ასევე გამყარებულია 0,8%-ით.
ლირას გამყარება მოჰყვა თურქეთის ცენტრალური ბანკის (CBRT) გადაწყვეტილებას დაეწია საბაზისო განაკვეთი 425 პუნქტით 24%-დან 19,75%-მდე. შედეგად კი ეროვნულმა ვალუტამ დაიწყო გამყარება და ეს ტრენდი გრძელდება ახლაც. ლირას გამყარება წინ უძღვის ამერიკის ფედ-რეზერვის ორდღიან შეხვედრა, რომელზეც გადაწყვეტილებების მიმღებები გეგმავენ დოლარის საპროცენტო განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით დაწევას, რაც პირველი შემთხვევა იქნება ფინანსური კრიზისის შემდეგ.
როგორც ცნობილია თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზე გასული წლის აგვსიტოს დაეცა, როცა 1 დოლარის ფასი 6,89 ლირა გახდა. მაშინ რყევები ვაშინგტონსა და ანკარას შორის დაძაბულმა ურთიერთობამ გამოიწვია, რომელიც თავის მხრივ ამერიკელი მღვდელის ენდრიუ ბრანსონის თურქეთის მიერ დაპატიმრებას მოჰყვა.