საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების გადახედვას იწყებს. სხდომა დღეს, 12:00 საათზეა ჩანიშნული, სადაც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება.
როგორც სემეკ-ის სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ტარიფის გადახედვა შემდეგი კომპანიებისთვის მოხდება: "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის", „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, „ენერგოკავშირის“, შპს „ვარკეთილაირის“, სს „საჩხერეგაზის“, შპს „ტაბას“, შპს „არზუ გაზისა“ და შპს „თელავგაზისთვის“.
ამასთან, დღის წესრიგის მიხედვით, დღეს დაიწყება საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „გარდაბნის თბოსადგურისა“ და „ჯიფაუერისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით.