ივნისში რუსეთ-საქართველოს შორის გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა ივნისის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში, გასული წლის ივნისთან შედარებით, რუსეთში გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა.

კერძოდ, შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, კვეთების რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველ ექვსეულში სწორედ რუსეთი ლიდერობს. გადაადგლებულ ვიზიტორთა რიცხვი 2019 წლის ივნისში - 212 981 იყო; მაშინ როცა წინა წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი - 172 072 შეადგენდა.

ქვეყნების ექვსეულში რუსეთს მოსდევს აზერბაიჯანი, სადაც გადაადგილებულ ვიზიტორთა რიცხვი 13%-ით არის გაზრდილი, მესამე ადგილს კი თურქეთი იკავებს, სადაც წლიურად 38%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ექვსეულში ხვდებიან ასევე: სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, უკრაინა და ისრაელი.

თაია არდოტელი