ერთი წლის განმავლობაში, სახანძრო-ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 9 სასტუმრო დაჯარიმდა

ერთი წლის განმავლობაში სახანძრო-ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 9 სასტუმრო დაჯარიმდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 7 სასტუმროს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 300 ლარი, ხოლო 2 სასტუმროს 200 ლარი დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 5 ივისის ჩათვლით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ჯამში ქვეყნის მასშტაბით სახანძრო-ტექნიკური შემოწმება 590 სასტუმროს ჩაუტარა.

უწყების ინფორმაციით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენის გარდა, შემოწმების შედეგად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები და შედგა სახელმწიფო დახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიწერილობები სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევებზე.