ირანი ეროვნული ვალუტის დენომინაციას მოახდენს

ირანის ხელისუფლებამ დაამტკიცა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ვალუტას - რიალს 4 ნულს მოაშორებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება ირანის ხელისუფლების პრესსპიკერმა ალი რაბეიმ გააკეთა. ამ გადაწყვეტილებისკენ ხელისუფლებას ირანის ცენტრალურმა ბანკმაც მოუწოდა. იუწყება ადგილობრივი სააგენტო dpa.

აღნიშნული ინტერვენციის მიზეზი არის ქვეყანაში დაფიქსირებული მაღალი ინფლაცია. ნავთობით უმდიდრესი ქვეყნის ეკონომიკა ამერიკულმა სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა. დონალდ ტრამპის მხრიდან სანქციების დაწესებამდე 1 დოლარი 32,000 რიალი ღირდა, ახლა კი 1 ამერიკული დოლარის ფასი 120,000 რიალია.

ასეთმა კურსმა კი ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონე გამოიწვია, ფასები გაიზარდა აბსოლუტურად ყველაფერზე, მათ შორის სურსათსა და მედიკამენტებზეც. ადგილობრივებს 1 მილიონი რიალის (30 დოლარის) დახარჯვა უწევთ სურსათის მაღაზიაში არც თუ ისე ბევრი პროდუქტის შესაძენად.

კოკა კვირკველია