ფედრეზერვმა 2008 წლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთი პირველად შეამცირა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც შტატებში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს, პირველად 2008 წლის შემდეგ დასწია 25 პუნქტით საპროცენტო განაკვეთი და ის 2-დან 2,25%-ზე დააფიქსირა. ამის შესახებ ფინანსური მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

„ეკონომიკური პერსპექტივების გლობალური ცვლილებების ფონზე, ასევე ინფლაციური წნეხის შემცირების მიზნით, კომიტეტმა დაადგინა მიზანშეწონილი დიაპაზონი საპროცენტო განაკვეთებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამერიკის ბაზარი ამ სცენარს ელოდა. ფედრეზერვის მოდმევნო სხდომა 17-18 სექტემბერსაა დაგეგმილი, რომელზეც უკვე განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე იქნება საუბარი.

კოკა კვირკველია