„ფრეგოს“ ერთ-ერთი მფლობელის წილს სასამართლომ ყადაღა დაადო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული განჩინება 29 ივლისს მიიღო. კერძოდ, განჩინების თანახმად, საუბარია, „ფრეგოს“ მფლობელის ნინო გიორგობიანის 75.5%-იან წილზე.
ასევე, დაყადაღებულია სოფელ ჯუგაანში მდებარე უძრავი ნივთი და საბანკო ანგარშები.
შეგახსენებთ, რომ „ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, მას ყალბი საგადასახადო დოკუმენტების მომზადებას ედავებიან.
ცნობისთვის, რეესტრის ამონაწერით, „ფრეგოს“ 24.5%-იან წილს კობა ადამაშვილი; 75.5%-იან წილს კი ნინო გიორგობიანი ფლობენ.