2019 წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამხრეთ-კორეული კომპანიის Samsung-ის მოგება 55,6%-ით შემცირდა. მეორე კვარტლის მოგებამ 6,6 ტრილიონი ვონი (5,6 მილიარდი დოლარი) შეადგინა, რაც შეეხება შემოსავლებს მან 56,13 ტრილიონი ვონი შეადგინა.
აღნიშნულ ვარდნას კომპანია როგორც პირველ კვარტალში, იგივე მიზეზებს უკავშირებს, ესენია მოთხოვნა უფრო დაბალფასიან პროდუქციაზე და გლობალურ ბაზარზე არსებული გაურკვევლობა, რომელიც წარმოიშვა ამერიკის სავაჭრო პოლიტიკის შედეგად.