აშშ ჩინეთიდან იმპორტირებულ დამატებით 300 მილიარდის საქონელზე გაზრდილ საბაჟო ტარიფს სექტემბრიდან აამოქმედებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთიდან იმპორტირებულ დამატებით 300 მილიარდის საქონელზე გაზრდილ საბაჟო ტარიფს სექტემბრიდან აამოქმედებს.გადაწყვეტილება აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შანხაიში სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე მიიღო.

შანხაის შეხვედრა ორ ქვეყანა შორის ამ საკითხებზე გამართული მეთორმეტე შეხვედრა იყო, შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები მაისის შეხვედრის შემდეგ ჩიხში შევიდა. როგორც ჩანს, მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა მათ შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება.

მანამდე კი დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მოლაპარაკებების პარალელურად 1-ლი სექტემბრიდან შტატები დაიწყებს ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის პროდუქციაზე 10%-იანი საბაჟო ტარიფის ამოქმედებას.

მედიის ცნობით, ახალი ტარიფები ამერიკელი მომხმარებლისთვისაც არასახარბიელო იქნება, ვინაიდან ის მოიცავს ისეთ პროდუქციას, როგორიცაა ელექტრონული მოწყობილობები (მათ შორის i phone), სპორტული სამოსი და ინვენტარი და სხვა სახის საქონელი.

კოკა კვირკველია