”სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს "ლარსიჰესი" აღარ არსებობს”

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს "ლარსიჰესი" აღარ არსებობს.

ამის შესახებ "ლარსიჰესის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თათია კობრეიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, წუხანდელი ღვარცოფის შედეგად ჰესი დაზიანებულია, თუმცა მისი აღდგენა, სავარაუდოდ, 10 დღის ფარგლებში მოხდება.

"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს "ლარსიჰესი" აღარ არსებობს. მეწყრის შენატანს ადგილი ჰქონდა და დაზიანებულია. თუმცა, მისი ფუნქციონირება, სავარაუდოდ, 10 დღის ფარგლებში აღდგება. ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, ასევე მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც წინა შემთხვევასთან შედარებით, ვფიქრობ, ამჯერად უფრო მალე დასრულდება. შესაბამისად, ჰესის აღდგენაც უფრო დაჩქარდება", - აღნიშნა თათია კობრეიშვილმა.

ამასთან, საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარის, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ "ლარსიჰესის" ექპლუატაცია ფაქტობრივად შეუძლებელია.