2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 24-მა მოქალაქემ მიმართა. ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაში. ჯამში 3 თვეში ქვეყანაში თავშესაფარი უცხო ქვეყნის 321-მა მოქალაქემ მოითხოვა.
შსს-ს სტატისტიკით, აქედან ყველაზე მეტი იყო ირანის მოქალაქე - ჯამში 132 განაცხადი, შემდეგია ინდოეთი - 35 განაცხადი. ხუთეულშია ეგვიპტე - 35 განაცხადი, რუსეთი - 24 განაცხადი და ერაყი - 14 განაცხადი.
რაც შეეხება 2019 წლის პირველ კვარტალს, მაშინ საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით უცხოეთის 264-მა მოქალაქემ მიმართა.