ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში საპენსიო სააგენტოს დირექტორისა და არასამათავრობო სექტორის შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. დისკუსიას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი დაესწრო და მხარეების დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
არჩილ ყარაულაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა აგრძელებს არასამთავრობო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და დღევანდელი შეხვედრა ამის კარგი მაგალითი იყო.
„ვიხილავთ საპენსიო რეფორმის საკითხებს, ძალიან მნიშვნელოვანია რომ არასამთავრობო სექტორი იყოს სრულყოფილად ინფორმირებული ევროინტეგრაციის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე რეფორმების შესახებ. არის ჯანსაღი აზრის გაცვლა-გამოცვლა. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმ ცოდნასა და გამოცდილებას რაც დაგროვილია არასამთავრობო სექტორში და რაც გვეხმარება კიდევ უფრო ეფექტური გახდეს ევროინტეგრაციის კუთხით მიმდინარე რეფორმები“, - აღნიშნა არჩილ ყარაულაშვილმა.