ზოგავ 16 ლარს, გიგროვდება 60 - საპენსიო სააგენტო ახალ ვიდეო რგოლს აქვეყნებს

საპენსიო სააგენტო კიდევ ერთ ვიდეო რგოლს აქვეყნებს. ახალ რგოლში საპენსიო დანაზოგის უპირატესობებზე ძირითადი აქცენტი გაკეთებულია - დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს კონტრიბუციაზე. ვიდეო რგოლში ნათქვამია, რომ ყველაზე დაცულ დანაზოგს 275 პროცენტიანი მომენტალური ამონაგები აქვს, რომელსაც ყოველწლიურად 10-11% სარგებელი ერიცხება.

ეს საპენსიო სააგენტოს რიგით მესამე ვიდეო რგოლია. საპენსიო რეფორმის ამოქმედებიდან რვა თვის შემდეგ.

სტატისტიკური მონაცემები ასეთია: დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისათვის 854 ათასზე მეტი ადამიანი არის ჩართული, ხოლო მობილიზებული თანხა 306 მილიონ ლარს აჭარბებს.

დააგროვე კეთილდღეობა