ქვეყნები შენგენის ზონაში, სადაც ყველაზე მეტი ქართველი მიემგზავრება

მიმდინარე წლის მაისში საქართველოდან შენგენის ზონის 29 ქვეყნის მიმართულებით 34 518 მოქალაქე გაემგზავრა.

აღნიშნული მონაცემები „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს. ამასთან, უწყების ცნობით, 2019 წლის მაისში შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე 163 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა უარი.

შს სამინისტროს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 6 503 საქართველოს მოქალაქე გერმანიაში გაემგზავრა; მას მოსდევს იტალია - 4 798 პირით; მე-3 ადგილზეა საბერძნეთი, სადაც მაისში - 3 958 მოქალაქე გავიდა; მე-4 და მე-5 პოზიციებს კი პოლონეთი და ესპანეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 3 269 და 3 161 პირის გამგზვრებით.

იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი გამგზავრება დაფიქსირდა მიმდინარე წლის მაისში, მოხვდნენ ასევე: საფრანგეთი - 3 054 პირის; ავსტრია - 1 926 მოქალაქის; ჩეხეთი - 1 330; უნგრეთი - 1 051 პირისა და კვიპროსი 1 010 პირის გამგზავრებით.

თაია არდოტელი