საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლი შეამოწმეს და  სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი ტაქსი შეამოწმეს და ტაქსის მძღოლთან საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტის თანამშრომლები ტაქსის მძღოლს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ისე გაეცნენ და მგზავრობის საფასური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორთაჭალამდე 20 აშშ დოლარი გადაიხადეს. მძღოლმა, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დროს, ასევე არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილით, კომპანიას გაფრთხილება შეეფარდა.

ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1531-ე პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.