ტექინსპექტირების ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია მისცეს. ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„დადასტურდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი. შესაბამის ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიეცეს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. გადაწყვეტილება, მისი დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ანოტაციის ფორმით, ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვით,“-აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ცნობისთვის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის გ ქვეპუნქტი გულისხმობს, ეკონომიკური აგენტის სამეწარმეო საქმიანობისა და დამოუკიდებლობის აკრძალვას, შეჩერებას ან/და სხვაგვარად შეფერხებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.