კვლევითი კომპანია Gartner-ის სპეციალისტების განცხადებით, 2019 წელს სმარტფონების გაყიდვები 2,5%-ით შემცირდება და 1,5 მილიარდ ერთეულს შეადგენს.
მათივე მტკიცებით, ყველაზე მეტად გაყიდვები შემცირდება იაპონიაში - 6,5%-ით. დასავლეთ ევროპაში მაჩვენებეი 5,3%-ით დაიკლებს, ხოლო შტატებში - 4,4%-ით. ექსპერტები ამის მიზეზად ბაზრის გაჯერებას, მაღალ ფასებს და ყოველწლიურად სმარტფონების ახლით შეცვლის საჭიროების ნაკლებობას ასახელებენ.
გაყიდვებსი ზრდას ისინი მხოლოდ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში პროგნოზირებენ.
კომპანიის განცხადებით, გაყიდვების გამოცოცხლება 2020 წლიდან დაიწყება და 1,56 მილაირდ ერთეულს მიაღწევს.