Victoria’s Secret-ის ბიკინებიანი ანგელოზების შოუ შესაძლოა, წელს არ გაიმართოს

ქალის თეთრეული ჩვენების შოუ კომპანიისგან Victoria's Secret შესაძლოა, წელს არ გაიმართოს. ამის შესახებ ბოლო წლებში ამ შოუს მონაწილე მოდელი შანინა შეიკი აცხადებს. მის განცხადებას ბრიტანული The Daily Telegraph-ი ავრცელებს.

მოდელი აღნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ტაიმ-აუტის აღება წელს, რათა მეტად კონცენტრირდნენ შოუს წარმართვის ახალი ფორმატის ძიებაზე.

ამ გაზაფხულზე The New York Times-ი წერდა, რომ 24 წლის განმავლობაში შოუს ტრანსლირება წელს არ მოხდებოდა. ამის მიზეზად კი გამოცემა აუდიტორიის მკვეთრად შემცირებას ასახელებდა. Victoria's Secret-ის მფლობელი კომპანია L Brands-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებდა, რომ ქსელური ტელევიზია არ იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩვენებისთვის და ბრენდი დაიწყებს ახალი ფორმატების ძიებას სხვადასხვა პლატფორმებზე მისი ტრანსლაციისთვის.

თავად Victoria's Secret-ის წარმომადგენლებს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კოკა კვირკველია