ბათუმის ქედის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ გობრონეთთან სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.
მეწყრული პროცესების გამო, მიწის მასა გზაზე ჩამოწვა, რამაც შეფერხება გამოიწვია.
როგორც ქედის მერიაში განაცხადეს, გზა ამ დროისათვის სრულად გაიწმინდა.
„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის (გობრონეთის) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია. აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერმა გზა დილით გადაკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ოპერატიულად გაწმინდა მეწყრული მასისგან მაგისტრალი და მოძრაობა აღდგენილია.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა ქედის მერი ლევან გორგილაძე",- აცხადებენ ქედის მერიაში.