4 წლის ბიჭუნა, რომელსაც თვითნაკეთი „ბანკი“ აქვს, ჟურნალისტმა ესმა კუნჭულიამ იმერეთში მოგზაურობისას აღმოაჩინა.
კერძოდ, 4 წლის დემეტრე ჟორჟიკაშვილმა „თიბისი ბანკი“ სოფელ კურსებში მაცივრის ყუთში გახსნა. ამასთან, ვიდეოში ჩანს, თუ რა მომსახურებას სთავაზობს 4 წლის ბიჭუნა საკუთარ ბანკში მომხმარებლებს.