დროის ფაქტორია, რომ ლარი თავის ამპლიტუდაში დაბრუნდეს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ დასმულ კითხვას.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი შესაბამის ქმედებებს ახორციელებს ლარის დასასტაბილურებლად.
"ლარს მცურავი კურსი გააჩნია, მასზე აისახება შესაბამისი მოვლენები. ეროვნული ბანკი და ეკონომიკური გუნდი შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებით მიდის იმ ნიშნულამდე, რომ ლარი დაბრუნდეს თავის ბუნებრივ ამპლიტუდაში. ეს დროის ფაქტორია", - აღნიშნა მათიკაშვილმა.