ლონდონის ბირჟაზე გუშინდელი ვაჭრობის შედეგად Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 3,1%-ით, 59,97 დოლარამდე შემცირდა. ბოლოს 60-დოლარიან ნიშნულზე დაბლა ის 18 ივნისს ივაჭრებოდა.
ნავთობის გაიაფება ხდება აშშ-ჩინეთს შორის გაჭიანურებული სავაჭრო მოლაპარაკებების და მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელების ფონზე. ბაზრები შიშობენ, რომ სიტუაცია ნეგატიურად აისახება ნავთობის მიწოდება მოთხოვნის ბალანსზე.