აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ცენტრალური ბანკი გააკრიტიკა. ამის მიზეზი გახდა ჩინეთის ეროვნული ბანკის მიერ საკუთარი ვალუტის კურსის დოლართან მიმართებით გაუფასურება. მან სერიოზული დარღვევა უწოდა ჩინეთის ეროვნულ ბანკის ქმედებას 229 პუნქტით 6,92225-მდე დაეწია იუანის კურსი დოლართან მიმართებით. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა ტვიტერში დაწერა. დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ჩინეთმა გაცვლითი კურსი ლამის ისტორიულ მინიმუმამდე დასწია.
ჩინეთს გამჭვირვალობისკენ მოუწოდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომაც. უწყების ხელმძღვანელმა სტივენ მნუჩინმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართა, შეისწავლოს ეს საკითხი, რომელიც აძლევს ჩინეთს არაკეთილსინდისიერი გზით შეინარჩუნოს უპირატესობა.
იუანის გაუფასურება დოლართან მიმართებაში უკვე მესამე სამუშაო დღეა გრძელდება, თუმცა პირველად 2008 წლის დეკემბრის შემდეგ მისი კურსი 7-იან ნიშნულს მიუახლოვდა.
ექსპერტების განცხადებით, იუანის დევალვაციაზე გრძელვადიან პერსპექტივაში საუბარი ჯერ ნაადრევია.