2019 წლის 6 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
"მოთხოვნამ შეადგინა 113 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.500 პროცენტით, მაქსიმალური 6.590 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.558 პროცენტით განისაზღვრა",- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.