ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა (ცენტრალურმა ბანკმა) ქვეყნის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 313 საბაზისო პუნქტით 6,9996-მდე დასწია. ეს გახლავთ მინიმალური კურსი 2008 წლის 15 მაისის შემდეგ. ჩინეთის ეროვნული ბანკი იუანის კურსს დოლართან მიმართებით უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა დაბლა სწევს.
ჩინელი ანალიტიკოსების განცხადებით, ჩინეთის ეროვნული ბანკის ეს ქმედება არ არის მანიპულაცია, არამედ არის პირდაპირი პასუხი აშშ-ის მხრიდან სექტემბერში დაანონსებულ საბაჟო ტარიფებზე, რომელიც ჩინეთიდან იმპორტიორებულ 300 მილიარდის პორდუქციაზე უნდა დაწესდეს. მათივე თქმით, ამერიკის ბრალდება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს გლობალურ ეკონომიკას.
როგორც ცნობილია, გუშინ აშშ-ის ფინანსურმა უწყებებმა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი ვალუტის კურსით მანიპულირებაში დაადანაშაულა. აქამდე აშშ-მა ვალუტის კურსით მანიპულირებაში სხვა სახელმწიფო მხოლოდ ერთხელ, 1994 წელს დაადანაშაულა, მაშინ ბილ კლინტონმა ბრალი დასდო ასევე ჩინეთის ეროვნულ ბანკს.