უკრაინის პრეზიდენტმა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ისრაელსა და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის რატიფიცირების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის შეთანხმება თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ ამა წლის იანვარში მოხდა, ახლა კი რადამ მისი რატიფიცირება მოახდინა.

უკრაინის ხელისუფლების განმარტებით, თავისუფალი ზონა საშუალებას მისცემს უკრაინულ ბიზნესს საბაჟო ტარიფების გარეშე მოახდინონ ისრაელში პროდუქციის ექსპორტი. საუბარია, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფართო სპექტრზე, სამედიცინო პრეპარატებზე, კოსმეტიკაზე, ქიმიურ და მსუბუქი მრეწველობის პროდუქციაზე, სამშენებლო მასალებზე, ელექტრონიკასა და სხვა ნაწარმზე. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, აღნიშნული ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვას წლიურ 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდის.

ცნობისათვის, ისრაელი გახდა 46-ე ქვეყანა, რომელთანაც უკრაინამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა.

კოკა კვირკველია