ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2019 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საანგარიშო პერიოდში ექვსი ყველაზე მომგებიანი ბანკის წმინდა მოგებამ ჯამში 345 551 293 ლარი შეადგინა. მთლიანად საბანკო სექტორის მოგება კი 365 363 949 ლარი იყო.
ანგარიშგებების მიხედვით, 2019 წლის 2 კვარტალში ყველაზე მეტი მოგება „თიბისი ბანკმა“ მიიღო, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში - 153,053,028 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 266,119,830 ლარი; მის მიერ გადახდილმა მოგების გადასახადმა კი - 13,988,534 ლარი შეადგინა.
მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“, რომელსაც მე-2 კვარტლის მონაცემებით, 148,352,606 ლარის ოდენობის წმინდა მოგება ჰქონდა. დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ 272,011,448 ლარი შეადგინა. ხოლო მოგების გადასახადის სახით, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკმა - 17,000,000 ლარი გადაიხადა.
წმინდა მოგების თვალსაზრისით აღნიშნულ ორ ბანკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ტერა ბანკი“, რომელიც მომგებიანი ბანკების რეიტინგში მე-3 ადგილს იკავებს. მისმა წმინდა მოგებამ საანგარიშო პერიოდში 12,882,956 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს რეიტინგში „ქართუ ბანკი“ და „კრედო ბანკი“ იკავებენ. მათმა წმინდა მოგებამ მიმდინარე წლის 1-ელ ორ კვარტალში, შესაბამისად, 11,917,268 და 10,149,532 ლარი შეადგინა.
„კრედო ბანკს“ მცირედით ჩამორჩება „პროკრედიტ ბანკი“, რომლის წმინდა მოგებამაც საანგარიშო პერიოდში 9,195,903 ლარი შეადგინა. სხვა კომერციული ბანკების წმინდა მოგება კი ამ ექვსთან შედარებით განსხვავებული და მცირეა.
Top-6 ბანკი მოგების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით:
ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.