სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების კერძო სექტორში გადატანის მიზნით შპს „საზღვაო ტექსერვისის“ 100%-იანი წილი ელექტრონულ აუქციონზე 2 283 000 ლარად იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2019 წლის 1 იანვრის ბალანსის მდგომარეობით საწარმოს აქტივები 1 786 619 ლარს, საკუთარი კაპიტალი 1 758 850 ლარს, ხოლო ვალდებულებები 27 769 ლარს შეადგენს.
„კომპანიის საკუთრებაშია ბათუმში, იოსებ ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე, რეგისტირებული 8 835 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. შპს „საზღვაო ტექსერვისს“ ეკუთვნის შპს Anglo-Georgian Shipping Compamy L.T.D.-ის პარტნიორობის 100% წილი.
საწარმო ასევე ფლობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატებს, მათ შორის გემის კორპუსის სისქის გაზომვის, სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შემოწმების, შემდუღებელთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის გემთმშენებლობის, მოდერნიზაციის, რემონტის, სამონტაჟო სამუშაოების და სხვა,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.