ტაქსის მძღოლებისთვის ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსების მეორე ეტაპი დაიწყო

ტაქსის მძღოლებისთვის ინგლისურის შემსწავლელი უფასო კურსების მეორე ეტაპი დაიწყო.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლები ინგლისური ენის და მომსახურების უნარ-ჩვევების უფასო შემსწავლელ კურსებს გადიან. საპილოტე პროგრამა 8 კვირას გაგრძელდება. გადამზადების შემდეგ ტაქსის მძღოლებს სერთიფიკატი და დასამაგრებელი ფირნიში English Speaking Driver გადაეცემა, რომელიც ავტომობილის საქარე მინაზე განთავსდება. სპეციალური ნიშანი ტურისტებისათვის ადვილად საცნობი იქნება.

ინგლისური ენის და მომსახურების უნარ-ჩვევების შემსწავლელ კურსებს ტაქსის მძღოლებს უფასოდ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უკვე მეორედ სთავაზობს. ამ ეტაპზე პროგრამაში ტაქსის 8 მძღოლია ჩართული.

როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი ქვეყანაში ტურისტების რაოდენობის ზრდას უკავშრიდება. მისი მიზანი სერვისის გაუმჯობესება და მძღოლთა საქმიანობის ხელშეწყობაა.