სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

სამტრედიაში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 50-მდე მუშა ხელფასის დაგვიანებას აპროტესტებს.

მათი თქმით, სამი თვის ხელფასი არ აუღიათ და მუშაობას არ გააგრძელებენ, ვიდრე ხელფასს არ აიღებენ.

„გვპირდებიან, რომ ხელფასები იქნება, სხვადასხვა დღეებს გვეუბნებიან და ასე გავიდა სამი თვე. ზოგს რამდენიმე ათასი აქვს ასაღები. ეს არის ჩვენი შემოსავალი და ოჯახები როგორ ვარჩინოთ? ამიტომ გავიფიცეთ და პროტესტს არ შევწყვეტთ, ვიდრე დავალიანებას არ ავიღებთ“, - აცხადებენ გაფიცულები.

მათი ინფორმაციით, ავტობანზე სამუშაოებს შპს „აკორდი" და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს.