იაპონიაში მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოსცადეს

იაპონიაში კომპანია NEC-ის მიერ შექმნილი პირველი დიდი ზომის მფრინავი ავტომობილი წარმატებით გამოსცადეს. მოწყობილობა, რომლესაც 4 პროპელერი აქვს, სატესტო რეჟიმში 3 მეტრის სიმაღლეზე 1 წუთის განმავლობაში გაჩერდა.

მფრინავი ავტომობილის შექმნაზე იაპონიაში 1 წლის განმავლობაში მოშაობდნენ. მისი სიგრძე 3.4, ხოლო სიგანე 3,7 მეტრია. მოწყობილობის წონა 150 კილოგრამს შეადგენს.

იაპონიის მთავრობა გეგმავს მფრინავი ავტომობილების გაყიდვა 2023 წლიდან დაიწყოს. 2030 წლისთვის კი აპარატით სარგებლობას მოქალქეებიც შეძლებენ.

მათი აზრით, მცირე ზომის საფრენი აპარატები საკმაოდ მოსახერხებელი გადაადგილების საშუალება იქნება კუნძულოვანი სახელმწიფოსათვის. ამასთანავე, 2011 წელს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის მსგავს სტიქიური უბედურების განმეორების შემთხვევაში, მცირე ზომის საფრენი აპარატებით მოსახლეობა სწრაფად შეძლებს გადაადგილებას.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის გარდა მფრინავი ავტომობილების შექმნას უახლოეს 10 წელიწადში აშშ-ში, ავსტრალიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც აპირებენ.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა