ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე? - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამთავრობო ხარჯებთან დაკავშირებით განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რომ „ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამივლინებო ხარჯების კუთხით 2 მილიონზე მეტი დაიხარჯა, რაც გასულ წელს არსებულ ხარჯებს ბევრად აღემატება“, კახა კალაძე აცხადებს, რომ მას აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.
"ცენტრალურ ხელისუფლებაში ვინ რა მივლინებაში დადის და რა ხარჯები აქვს, მე საიდან უნდა ვიცოდე? თუ რამე შეკითხვები გაქვთ მერიასთან დაკავშირებით, მზად ვართ გიპასუხოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, ასეთი ზრდა არის თუ არა მისთვის მისაღები, კახა კალაძის თქმით, ყოველივე ამას ალბათ, ექნება ახსნა-განმარტება. მისივე განცხადებით, ხარჯები ალბათ, მივლინებასთან არის დაკავშირებული და მას "სახლში არავინ წაიღებდა".