სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, გივი ამილახვრის ქუჩა 17-ში, სამრეწველო ზანაში, პლასტმასის რგოლის მქონე ალუმინის საცობების საწარმო აშენდება, რისთვისაც 11 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ახალი საწარმო მაღალტექნოლოგიური დანადგარებით იქნება აღჭურვილი და 25 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
„საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯამპლასტს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 33 682 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა. პლასტმასის რგოლის მქონე ალუმინის საცობი პრემიუმ კლასის მინერალურ და მტკნარი წყლების, ასევე გამაგრილებელი სასმელების მოსახუფად გამოიყენება და საქართველოში პროდუქციის 100% იმპორტირებულია. შპს „ჯამპლასტმასი“ წელიწადში 200 000 000 საცობის წარმოებას შეძლებს, რითიც მნიშვნელოვნად ჩანაცვლდება იმპორტირებული პროდუქციის მოცულობა,”-აღნიშნულია ქონების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.