ამერიკულმა კომპანიამ Mastercard-მა, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი საგადასახადო სისტემაა, ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმად ის 2,85 მილიარდ ევროდ შეიძენს დანიურ ტექნოლოგიურ კომპანიას Nets A/S.
როგორც ამერიკულ კომპანიაში აცხადებენ, შეთანხმება ხელს შეუწყობს კომპანიას, გააფართოვოს საკუთარი შესაძლებლობები საგადასახადო სფეროში და კლიენტებს რეალურ დროში შესთავაზოს უფრო სანდო წინადადებები ტრადიციული საკრედიტო ბარათების გარდა.
წინასწარი ინფორმაციით, შეთანხმება საბოლოოდ 2020 წელს, მას შემდეგ გაფორმდება, რაც მხარეები მარეგულირებლისგან თანხმობას მიიღებენ.
Nets-ი - ეს გახლავთ უმსხვილესი სკანდინავიური საგადასახადო სისტემა, რომელსაც მომსახურების 400 ათასი წერტილი აქვს.