ამერიკული ბანკი JPMorgan Chase მარკეტინგული კამპანიებისთვის სარეკლამო ტექსტებისა და სლოგანების შემუშავებას ხელოვნურ ინტელექტს მიანდობს. ამის შესახებ პორტალი AdAge წერს.
ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმებულია კომპანიასთან Persado. მისი ხელოვნური ინტელექტის სისტემა დაიწყებს მუშაობას სლოგანებსა და ციფრულ რეკლამებზე, ასევე საფოსტო გზვანილებისთვის ტექსტებზე.
ბანკმა განმარტა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფრაზები ინტერნეტში მეტ „კლიკებს“ აგროვებენ. მარკეტოლოგების ტექსტები კი ზოგჯერ სუბიექტურია და არ მუშაობს სრულ აუდიტორიაზე. მანქანას კი არ აქვს საკუთარი გამოცდილება, აზრი და ის მეტად მკაფიო და ჩასაჭიდებელ ფრაზებს იფიქრებს.
თუმცა ბანკში ირწმუნებიან, რომ ეს შეთანხმება არ გამოიწვევს მარკეტინგის სამსახურში კადრების შემცირებას.
ცნობისათვის, Persado-ს ტექნოლოგიას იყენებენ სხვა ისეთი კომპანიებიც, როგორებიცაა — Dell, Williams Sonoma და Expedia