იცით, რეალურად რას ყიდულობთ ყველის ნაცვლად? - რა ინფორმაციას უნდა მიაქციოთ ყურადღება ეტიკეტზე

2019 წლის პირ­ვე­ლი მარ­ტი­დან ძა­ლა­ში შე­ვი­და ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტი "მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სურ­სა­თის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბის თა­ო­ბა­ზე".

კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, აკ­რძა­ლუ­ლია იმ სურ­სა­თის ბა­ზარ­ზე გან­თავ­სე­ბა, რო­მე­ლიც რეგ­ლა­მენ­ტის მო­თხოვ­ნებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მა­გა­ლი­თად, ყვე­ლი, რო­მე­ლიც მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, არ შე­იძ­ლე­ბა, "ყვე­ლის" სა­ხე­ლით გა­ი­ყი­დოს. ამას­თან, მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი.

რო­გორც "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge"-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვახ­ტანგ კო­ბა­ლა­ძე AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, ზო­გი­ერ­თი მა­ღა­ზი­ის დახ­ლებ­ზე გა­მოჩ­ნდა მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცია, რო­მელ­საც აკ­რძალ­ვე­ბის გამო, კომ­პა­ნი­ებ­მა არა "ყვე­ლი", არა­მედ "სულ­გუ­ნი", "იმე­რუ­ლი", "სა­ხა­ჭა­პუ­რე" ან მსგავ­სი სა­ხე­ლე­ბი და­ა­წე­რეს. კო­ბა­ლა­ძე მომ­ხმა­რე­ბელს ურ­ჩევს, შეც­დო­მის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა კარ­გად წა­ი­კი­თხონ.

ერთ-ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა "მომ­ხმა­რე­ბე­ლი.ge"-მ "ფრეს­კო­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნა - შპს „ში­რა­ქის“ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი „იმე­რუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე, რძის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მით“. რო­გორც და­სა­ხე­ლე­ბი­და­ნაც ჩანს, პრო­დუქ­ტი რძის ნა­წარმს არ წარ­მო­ად­გენს, არა­მედ არის „რძის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტი“. თუმ­ცა, გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რო­გორც ყვე­ლი.

შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ხე­ლე­ბამ „იმე­რუ­ლი სა­ხა­ჭა­პუ­რე“ შე­საძ­ლოა მომ­ხმა­რე­ბე­ლი შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტი ყვე­ლად აღიქ­ვას. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის მი­მარ­თა სურ­სა­თის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა კონ­ტრო­ლი შპს "ში­რა­ქის" რძი­სა და რძის პრო­დუქ­ტე­ბის სა­წარ­მო­ში და ბიზ­ნე­სო­პე­რა­ტორს მის­ცა მი­თი­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად უზ­რუნ­ველ­ყოს სურ­სა­თის ეტი­კე­ტი­რე­ბა.

"მყიდ­ვე­ლებს ხში­რად გვე­ზა­რე­ბა ეტი­კე­ტე­ბის კი­თხვა. თუკი ეტი­კეტ­ზე წე­რია, რომ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავს, ის პრო­დუქ­ტი რძის პრო­დუქ­ტი აღარ არის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვე­ნი პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცია არის ეტი­კე­ტი. მას უბ­რა­ლოდ რომ გა­დავ­ხე­დოთ, შეგ­ვეძ­ლე­ბა დას­კვნის გა­მო­ტა­ნა, ესა თუ ის პრო­დუქ­ტი არის თუ არა რძის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მე­ო­რე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად სწო­რად არის ეტი­კე­ტი შედ­გე­ნი­ლი და ეს უკვე ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვის სა­გა­ნია.

კითხვის გაგრძელება