თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, საკრებულოში მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამის შესახებ საზოგადოებას ეცნობება.
"გიდასტურებთ, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგანია და დღის წესრიგში დგას.როცა გადაწვეტილება იქნება მიღებული, რა თქმა უნდა,ამის შესახებ ინფორმირებული იქნებით", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.