როგორია თევზის საშუალო ფასი სახეობის მიხედვით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლოსთვის აკვაკულტურისთვის განკუთვნილ წყალსატევებში არსებული თევზის საერთო მოცულობა 17.1 პროცენტით გაიზარდა და 2 ათას 421 ტონით განისაზღვრა.

აქედან, კობრისებრთა ოჯახის წილი 59 პროცენტი, ორაგულისებრთა ოჯახის - 24.2 პროცენტი, ზუთხისებრთა ოჯახის - 15.7 პროცენტი, ხოლო ლოქოსებრთა ოჯახის - 1.1 პროცენტი იყო.

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში 2018 წელს 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი ფერმის კართან (მწარმოებლის ფასი) 8.9 ლარი იყო, კობრისა და სარკისებრი კობრის - 7 ლარი, თეთრი ამურის - 6 ლარი, თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 3.8 ლარი ღირდა, რუსული და ციმბირული ზუთხის ფასი - 25.3 ლარი, ხოლო ევროპული ლოქოს - 14.9 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი