საქართველოდან ხილის ექსპორტი 22,5%-ით, ხოლო ბოსტნეულის 2,4%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში ხილისა და თხილეულის ექსპორტიდან მღებულმა შემოსავალმა 29,2 მლნ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში მთავარ პოზიციებზეა: თხილი - 13,2 მლნ დოლარი, ვაშლი - 4, 2 მლნ დოლარი, ბანანი - 3,5 მლნ დოლარი, მანდარინი- 2 მლნ დოლარი, ფისტა - 1, 3 მლნ დოლარი.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2019 წლის იანვარ-ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან ხილისა და თხილეულის ექსპორტი 22,5%-ით შემცირდა.

2018 წლის იანვარ-ივნისში ხილისა და თხილეულის ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 37,7 მლნ დოლარი შეადგინა. ჯგუფში ლიდერ პოზიციაზე იყო: თხილი - 28, 2 მლნ დოლარი, ფისტა - 3, 3 მლნ დოლარი. მანდარინი - 1, 5 მლნ დოლარი, ატამი - 1,1 მლნ დოლარი, ბანანი - 1 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ბოსტნეულის ექსპორტს, 2019 წლის იანვარ-ივნისში პროდუქტებიდან მიღებულმა შემოსავალმა 8,1 მლნ დოლარი შეადგინა. ბოსტეულის ჯგუფში წამყვან პოზიციაზეა: პომიდორი - 1,6 მლნ დოლარი, კარტოფილი - 0,8 მლნ დოლარი, სოკო - 0,8 მლნ დოლარი, კიტრი 0,7 მლნ დოლარი.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბოსტნეულის ექსპორტი 2,4 %-ით შემცირდა.

2018 წლის იანვარ-ივნისში ბოსტნეულის ექპორტიდან მიღებულმა შემოსავლმა 8,3 მლნ დოლარი შეადგინა. ჯგუფის წამყვან პოზიციაზე იყო, პომიდორი - 3, 7 მლნ დოლარი და კარტოფილი - 0, 4 მლნ დოლარი.

ნინი ქეთელაური