"ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამის საფუძველს არსებული მაჩვენებლები იძლევიან"

იმ ინფორმაციის საფუძველზე, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, ასე მოკლე პერიოდში ლარის ასეთი გაუფასურება არ არის ლოგიკური. ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამის საფუძველს არსებული მაჩვენებლები იძლევიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ ლარის კურსის გაუფასურების კომენტირებისას განუცხადა.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ლარის გაუფასურების მიზეზებზე ვერ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ საკითხის შესაფასებლად მეტი ინფორმაციის ცოდნაა საჭირო.

მისივე თქმით, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ლარი ზედმეტადაა გაუფასურებული.

„ამის შესახებ ძალიან გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია უფრო მეტი უნდა იყოს, რომ გაგცეთ პასუხი რატომ, როგორ, რა ხდება და რა საჭიროებების წინაშე ვდგავართ. კონკრეტულად რომ გითხრათ, დღეის მდგომარეობით, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ჩვენ გვაქვს და ამას ადასტურებს ესა თუ ის უწყება, ასე მოკლე პერიოდში ლარის ასეთი გაუფასურება არ არის ლოგიკური.

საკმაოდ გრძელვადიანია ეს პროცესი, აქედან გამომდინარე ცოტა უფრო ნაკლებად ვფიქრობ, რომ ეს გაუფასურება აჟიოტაჟურია“, - განაცხადა ძნელაძემ.