აშშ-ის ეკონომიკის სპეციალისტების განცხადებით, მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის ამჟამინდელი ურთიერთობა არაფერია, თუ არა სავაჭრო ომი. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი იუწყება.
გამოცემას მოჰყვას ეკონომიკური პროფილის ექსპერტების გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვით რესპოდენტების 87% აცხადებს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთოების მახასიათებლები მას სავაჭრო ომის მდგომარეობაში აგდებს.
გასულ წელს ჩატარებული ანალოგიური გამოკითხვისას ასე მხოლოდ 50% თვლიდა და აცხადებდა, რომ სიტუაცია რთული იყო, თუმცა მაინც თავს იკავებდნენ ტერმინისგან „სავაჭრო ომი“ და მას „უთანხმოებას“, „შერკინებას“ ან „დაძაბულობას“ ეძახდნენ.
აშშ-ჩინეთის ურთიერთობების ესკალაცია განსაკუთრებით გასულ კვირას დაიწყო, როცა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1-ლი სექტემბრიდან აპირებს ჩინეთიდან იმპორტირებულ 300 მილიარდის პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10% გახადოს. ამის მიზეზად კი ჩინეთის მხრიდან დანაპირების შეუსრულებლობა დაასახელა, რომლის მიხედვით ჩინეთს უნდა გაეზარდა ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის შეძენა.
ორშაბათიდან კი ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა დაიწყო ეროვნული ვალუტა იუანის გაუფასურება, რომელიც დღეის მდგომარეობით დოლართან მიმართებაში 7-იან ნიშნულს გასცდა და 11-წლიან მინიმუმზეა. ამ ფაქტს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ მანიპულაცია უწოდა.