სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს

საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამშენებლო პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან და ჩხოროწყუს მერთან ერთად გაეცნო.

„მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია Mukhuri Resort -ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს ,,თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, იგეგმება ასევე მეორე, მაღალი სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.