მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან მედიკამენტების (დაფასოებული) ექსპორტი 41 550.6 ათასი დოლარით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ექვს თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 105 638.8 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 64 088.2 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-4 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 6% შეადგინა.