რა თანხას ხარჯავენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციები მივლინებებში

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების მივლინებებზე ჯამში 28 649 ლარი დახარჯა.

სახელმწიფო აუდიტის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემების მიხედვით, მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტი სამივნილებო ხარჯი კახეთის რეგიონის ადმინისტრაცის ჰქონდა. კერძოდ, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყალოს, თერჯოლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინებებზე 6 255 ლარი დაიხარჯა.

ყველაზე მცირე ბიუჯეტიანი მივლინებები კი მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ჰქონდა. დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციამ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მნიციპალიტეტებში სულ 207 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მათი სამივლინებო ხარჯები ასე გამოიყურება:

სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში - 1 666 ლარი;

სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია ლანჩხუთის, ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში - 3 409 ლარი;

სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია ბაღდათის, ვანის, ზეტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერეს, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის მუციპალიტეტებსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში - 5 009 ლარი;

სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში - 1885 ლარი;

სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში - 1335 ლარი;

სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და რუსთავის მუნიციპალიტეტში - 6137 ლარი;

სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის ადმინისტრაცია გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში - 2 746 ლარი.

ნინი ქეთელაური